
დისკუსიისას თემაზე, „საქართველოს როლი ევროპის არქიტექტურაში“ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა საქართველოს როლზე ევროპასთან, ევროკავშირთან როგორც ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური თანამშრომლობის თვალსაზრისით, ისაუბრა იმ გამოწვევებზე, რომლებიც არსებობს ევროკავშირთან ურთიერთობაში, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა.
როგორც ლევან ჟორჟოლიანმა აღნიშნა, ირლანდიაში ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრმა დისკუსიაში მონაწილეობა საერთაშორისო და ევროპული ინსტიტუტის მიწვევით მიიღო.
„პრემიერმა ისაუბრა საქართველოს როლზე ევროპასთან, ევროკავშირთან როგორც ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური თანამშრომლობის თვალსაზრისით, ისაუბრა იმ გამოწვევებზე, რომლებიც არსებობს ევროკავშირთან ურთიერთობაში. ასევე მნიშვნელოვანი იყო, რომ აუდიტორიისგან პრემიერ-მინისტრმა მიიღო შეკითხვები ამ თემებთან დაკავშირებით. შეკითხვები შეეხებოდა ოკუპირებულ ტერიტორიებს. საუბარი შეეხებოდა იმ მშვიდობიან პოლიტიკას, რომელიც ტარდება დეოკუპაციის მიმართულებით, რომელსაც ალტერნატივა არ გააჩნია. დამსწრე საზოგადოებას ჰქონდა შესაძლებლობა, პასუხები მიეღო შეკითხვებზე პრემიერისგან. დისკუსიამ საკმაოდ საინტერესოდ ჩაიარა“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
0
0