16/11/2022
16:52
პოლიტიკა
"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. ამის შესახებ მან პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"ჩემს მეგობრებთან და თანამებრძოლებთან ერთად რამდენიმე დღის კონსულტაციების შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება, მონაწილეობა მივიღო არჩევნებში და "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებს შევთავაზო საკუთარი კანდიდატურა.
ამ გამოწვევას ვიღებ არა ვინმეს საწინააღმდეგოდ, არამედ "ნაციონალური მოძრაობის" გასაძლიერებლად... "ნაციონალური მოძრაობა" უნდა დაუბრუნდეს იმ ხალხს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია "ვარდების რევოლუციის" იდეალები...
"ნაციონალურ მოძრაობას" სჭირდება გამაერთიანებელი თავმჯდომარე და არა დამყოფი..." - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ხაბეიშვილმა თქვა, რომ არ იქნებოდა თავმჯდომარეობის კანდიდატი.
0
0