26/11/2022
15:58
პოლიტიკა
“ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი აცხადებს, რომ პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში ლევან ხაბეიშვილი არის ფავორიტი.
ცისკარიშვილი დღეს ხაბეიშვილს კახეთში შიდაპარტიულ შეხვედრებზეც ახლდა და საჯაროდ უჭერს მხარს.
„ვფიქრობ, რომ ლევან ხაბეიშვილი არის ფავორიტი, თუმცა სხვა ყველა კანდიდატი ღირსეულია. ჩვენი საერთო პოლიტიკური ოჯახის განუყოფელი ნაწილი არიან ისინი დღეს და იმედი მაქვს, მომავალში, მიუხედავად იმისა, თუ რა შედეგით დასრულდება ეს არჩევნები, სულ დარჩებიან ჩვენი გუნდის წევრებად“. - ამბობს ცისკარიშვილი.
ლევან ხაბეიშვილი კახეთშია და “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობის კანდიდატი შიდაპარტიულ შეხვედრებს განაგრძობს.
მასთან ერთად იმყოფებიან პეტრე ცისკარიშვილი და გიორგი ბოტკოველი, რომლებიც ხაბეიშვილს სრულ მხარდაჭერას უცხადებენ.
0
0