
„ქართულ ოცნებას“ აშშ-ს მთავრობასთან ვითარების ნორმალიზაციის მცდელობა აქვს და ჩვენ იქ მათი ლობისტების ნაკვალევი დაგვხვდა, მაგრამ რანაირი ავტორიტარიც არ უნდა იყო, შეუძლებელია შენი გავლენა იყოს მყარი თუ აშშ როგორც ხელისუფლებას არ გაღიარებს,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან სანიკიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას განაცხადა.
მისი თქმით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა, აშშ-ში ვიზიტის დროს ყველა ის გზავნილი და პრობლემა ჩაიტანეს, რომელიც ქართველ ხალხს აწუხებს და პარტნიორებს გააცნეს.
„ჩვენ აშშ-ში ყველა ის გზავნილი ჩავიტანეთ, რომელიც ქართველ ხალხს აწუხებს, ყველა ის პრობლემა, რომელსაც ივანიშვილი განსაკუთრებით ბოლო 1 წლის განმავლობაში ქმნის, ასევე ვისაუბრეთ იმ ავტორიტარულ ნაბიჯზე, რომლებსაც „ქართული ოცნება“ დგამს ქართული სახელმწიფოს საწინააღმდეგოდ, პოლიტპატიმრებისა და მედიის საკითხზე, მათ შორის ევროპული ინტეგრაციის შეჩერების საკითხსა და საქართველოს რუსეთთან, ჩინეთთან და ირანთან საგანგაშოდ სწრაფად დაახლოებაზე. საუბარი ასევე შეეხო ანაკლიის პორტს. სენატსა და კონგრესში არსებობს ჩამოყალიბებული კონსენსუსი „ქართული ოცნების“ ხელისუფლების რაობასთან დაკავშირებით. „ქართულ ოცნებას“ აშშ-ს მთავრობასთან, აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებასთან ვითარების ნორმალიზაციის მცდელობა აქვს და ჩვენ იქ მათი ლობისტების ნაკვალევი დაგხვდა, მაგრამ რანაირი ავტორიტარიც არ უნდა იყო, შეუძლებელია შენი გავლენა იყოს მყარი თუ აშშ როგორც ხელისუფლებას არ გაღიარებს.
„MEGOBAR აქტთან“ დაკავშირებით არის პროცესუალური პრობლემები, რომელიც აღმოფხვრილი იქნება. ვნახეთ, რომ კონგრესში კიდევ ერთი დამატებითი აქტის მიღება მოხდა, სახელმწიფო დეპარტამენტის ავტორიზაციის აქტთან ერთად, რომელზეც მიბმულია „MEGOBARI აქტი“, შესაბამისად შესაძლებელია საგარეო პრესის ზრდა, თუმცა ეს ქვეყნის შიგნით აქტიურობის გარეშე შეუძლებელია. საქართველოში სახელმწიფო ინტერესების დაცვა არის ნომერ პირველი ვალდებულება, რომელიც მოიცავს ივანიშვილის ხელისუფლებიდან ჩამოშორებას“, - განაცხადა ლევან სანიკიძემ.
0
0