
ეს არ არის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, რისი დახატვაც ე.წ. ხელისუფლებას სურს, ეს არის „კლანური“ დაპირისპირება და „კლანებს“ შორის ბრძოლა, - ამის შესახებ „ლელო- ძლიერი საქართველოს“ წევრმა, ლევან სამუშიამ განაცხადა, რითაც სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის დაკავებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავების საქმეზე ობიექტური გამოძიებაა ჩასატარებელი.
„ეს არ არის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, რისი დახატვაც ე.წ. ხელისუფლებას სურს. ეს არის „კლანური“ დაპირისპირება და „კლანებს“ შორის ბრძოლა. გვეუბნებიან, რომ წლების განმავლობაში, „ქართულ ოცნებაში“ კორუფცია იყო მოდებული თავიდან ბოლომდე - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ორჯერ პრემიერ-მინისტრი, სხვადასხვა მინისტრები, მინისტრის მოადგილეები - სრულიად „ქართული ოცნება“ ყოფილა წლების განმავლობაში კორუფციაში ჩაფლული, მაგრამ პოლიტიკური პასუხისმგებლობა სად არის?! სამართლებრივი ცალკეა, რასაც ობიექტური გამოძიება სჭირდება. ნახეთ, 1-2-3 წლის უკან როგორ ასხამდნენ ხოტბას ამ ადამიანებს და ქვეყნის გადამრჩენელებს უწოდებდნენ, დღეს კი საუბრობენ რომ თურმე, ესენი ყოფილან კორუმპირებულები. კორუფციასთან დაკავშირებით ჩვენ, ოპოზიციური პარტიები არაერთხელ ვსაუბრობდით, რასაც კატეგორიულად უარყოფდნენ. გამოდის, რომ თურმე, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში ბოლო 1 წელიწადია, რაც არის და ისინი სად იყვნენ მაშინ?!“ - განაცხადა სამუშიამ.
0
0