
მზაობა თუ აქვთ, გვერდში რეალურად დაგვიდგნენ და ეს პრობლემები მოვაგვაროთ, ამას გავაკეებთ, მაგრამ ჯერ რასაც ვხედავთ, არათუ გვერდში გვიდგებიან, თავად არიან ამ პრობლემების წყაროს შექმნელები. ჩვენი თვითმიზანი კანონის მიღება არ არის, კანონებს იმის გამო ვიღებთ, რადიკალიზაციის, დემონსტრაციების ძალადობრივ რეჟიმში გადასვლის და დამხობისა, თუ რევოლუციების მოწყობის პრობლემებს ვხედავთ, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ მზად არის, ეს კანონები ხვალვე გააუქმოს, თუმცა უნდა მოხდეს შეთანხმება, როგორ შეიძლება, ის პრობლემები მოგვარდეს, რის გამოც იყო ეს კანონები მიღებული.
„ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებს შეხვედრებზე ვუთხარით, რომ ჩვენი თვითმიზანი არცერთი კანონის მიღება არ არის, კანონებს იმის გამო ვიღებთ, რომ ვხედავთ, პრობლემებია – რადიკალიზაციის, დემონსტრაციების ძალადობრივ რეჟიმში გადასვლის და დამხობის თუ რევოლუციების მოწყობის. ჩვენ კანონები სწორედ ამიტომ მივიღეთ. მზად ვართ, ეს კანონები ხვალვე გავაუქმოთ, ოღონდ, უნდა შევთანხმდეთ, რომ მათ უნდა მოგვცენ გამოსავალი, როგორ შეიძლება, ის პრობლემები მოვაგვაროთ, რის გამოც იყო ეს კანონები მიღებული. მზაობა თუ აქვთ, გვერდში რეალურად დაგვიდგნენ და ეს პრობლემები მოვაგვაროთ, ამას გავაკეებთ, მაგრამ ჯერ რასაც ვხედავთ, არათუ გვერდში გვიდგებიან, თავად არიან ამ პრობლემების წყაროს შექმნელები. კანონებს მაშინ გავაუქმებთ, როცა ეს პრობლემები საქართველოში აღარ იქნება“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებმა, ედიტე ესტრელამ და საბინა ჩუდიჩმა განცხადება გაავრცელეს, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, სრულად განახორციელოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონმდებლობასა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კანონთან დაკავშირებით.
0
0