
გერმანიაში მოღვაწე ქართველი ფიზიკოსი, პროფესორი ლევან ჭოტორლიშვილი, საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის 2012-დან 2025 წლამდე 415 პროცენტიან ზრდაზე საუბრობს და წერს, რომ მას აკვირვებს ის ხალხი, რომლებიც ამ წლებში “გაძღა, მომრგვალდა” და მაინც “ქართულ ოცნებასა” და ბიძინა ივანიშვილს ლანძღავენ.
მისი თქმით, იმ დროში, როცა ადამიანებს სატელიტური თეფშის გამო იჭერდნენ და მოკლულების გვამებს სახურავებზე აწყობდნენ, ამ ადამიანებს დემოკრატიაც ჰყოფნიდათ და სიტყვის თავისუფლებაც.
“AI გვეუბნება: საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 2012 წელს დაახლოებით 15.8–16.5 მილიარდი აშშ დოლარი (26.1–27.2 მილიარდი ლარი) იყო, ხოლო ბოლო სრული წლის (2025) მონაცემებით 39.5 მილიარდ აშშ დოლარი (108.4 მილიარდ ლარი). გაიზარდა 415%.
საოცარი შედეგია ოცნების მმართველობის, მაგრამ მე ერთი მაკვირვებს. ზოგიერთი რომ გაძღა, მომრგვალდა ამ წლებში დღე და ღამე ოცნების და ბიძინას ლანძღვაშია (ექიმები მაგალითად). მშვიდობა არ გვინდა დემოკრატია არ გვყოფნისო. ომი გვინდაო (ყველა წინა ომი გამოტოვა).
სატელიტური თეფშისთვის რომ იჭერდნენ, მოკლულების გვამებს სახურავებზე აწყობდნენ. მაშინ დემოკრატიაც ჰყოფნიდათ და სიტყვის თავისუფლებაც. ამას რა ჰქვია "უნახავმა რა ნახა" თუ "ვირო მადლი"?” - წერს ჭოტორლიშვილი სოციალურ ქსელში.
0
0