15/05/2023
20:36
სამართალი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ლევან ბერძენიშვილის სახლთან „პრევენციის მიზნით შემოსული შეტყობინების საფუძველზე გამოძახებაზე“ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები გამოცხადდნენ.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებაში განუცხადეს, ადგილზე პოლიციას დახვდა „მშვიდი ვითარება, არ შეინიშნებოდა რაიმე დაპირისპირება ან სამართალდარღვევის ფაქტი“.
„მოხდა გასაუბრება შეტყობინების ინიციატორთან რომელმაც განმარტა, რომ მის საცხოვრებელ სახლთან შენიშნა რამდენიმე პირბადიანი პიროვნება და პრევენციის მიზნით გამოიძახა პოლიცია”, - განაცხადეს შსს-ში.
პროფესორ ლევან ბერძენიშვილის განცხადებით, მის საცხოვრებელ სახლთან „15-დან 20-მდე მკლავძლიერი და კუნთმაგარი ახალგაზრდა იყო მობილიზებული“.
როგორც ბერძენიშვილმა განაცხადა, საქართველოს ხელისუფლებას უწიგნური ხალხი მის წინააღმდეგ ჰყავს მომართული.
0
0