
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი (ჯამდელიანი) პროფესორ ლევან ბერძენიშვილისთვის სასწავლო დაწესებულებებში ლექციების წაკითხვის აკრძალვის ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ წმინდა სინოდის წევრი სოციალურ ქსელში წერს. მას მიჩნია, რომ ბერძენიშვილი თავისი ლექციებით წამლავს მომავალ თაობებს.
“როგორც ჩანს, ლევან ბერძენიშვილმა არ იკმარა ჩვენი დიდი მეფის – ერეკლე ||-ს შეურაცხყოფა და მისი ისტორიული ღვაწლის დაკნინება ქვეყნის წინაშე. ამჯერად, იგი გადავიდა წმინდანების შეურაცხყოფაზე, რითაც ის კიდევ ერთხელ შეეხო ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობის რელიგიურ გრძნობებს! ეს პიროვნება ბოროტად იყენებს თავის საეთერო დროს და აუდიტორიას, თავისი გამრუდებული გონებით ტვინს ურეცხავს, წამლავს მომავალ თაობებს! მას უნდა აეკრძალოს და ჩამოერთვას სასწავლო დაწესებულებებში ლექციების წაკითხვის უფლება და “მოიკვეთოს ვითარცა ასოი დამპალი და განიგდოს გარეთ!”
გიორგი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი” – წერს მეუფე.
წყარო: dogma.ge
0
0