03/06/2024
16:08
ტაბლოიდი
ლესბოსელმა წყვილმა ალბა აჰმეტაიმ და ედლირა მარამ ცენტრალურ ტირანაში, მერიის შენობის სახურავზე, გულშემატკივარი მეგობრების თანდასწრებით, იქორწინა.
როდესაც წყვილის ქორწინების გეგმები საჯარო გახდა, სოციალურ მედიაში მათ მიმართ მუქარის შემცველი ათასობით კომენტარი გავრცელდა. ცერემონიის დროს შენობას პოლიციის თანამშრომლები იცავდნენ. ორი დღის შემდეგ, ოპოზიციურმა პარტიებმა მერის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართეს და ის კორუფციაში დაადაშაულეს. მომიტინგეებმა ასევე ლესბოსელი წყვილი ოჯახური ღირებულებების უპატივცემულობის გამო გააკრიტიკეს. წყვილის თქმით, ჰეტეროსექსუალი წყვილებისთვის უფლებების მინიჭება ხანგრძლივი ბრძოლაა.
მანამდე კი, სამი წლის წინ, ალბა აჰმეტაისა და ედლირა მარას გოგონები შეეძინათ. წყვილმა თქვა, რომ ორივეს სურდა მშობლებად დარეგისტრირება, მაგრამ ეს კანონით დაუშვებელია. ბავშვები ბიოლოგიური დედის, ედლირას სახელზე არიან რეგისტრირებულნი.
ლესბოსელი წყვილის ქორწინების ცერემონიალში ორმა ბრიტანელმა პასტორმა მიიღო მონაწილეობა.
„ჩვენ მოსახლეობის 90 პროცენტს ვებრძვით. ორივე ჩვენგანი ბევრ რამეს ვცვლით“, - განაცხადა ედლირა მარამ.
როგორც ცნობილია, ალბანეთის კანონმდებლობით ერთსქესიანთა ქორწინება ნებადართული არ არის. ინციდენტმა პოლიტიკური მემარჯვენეებისა და რელიგიური საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთ ევროპის დიდმა ნაწილმა ქორწინების თანასწორობისკენ გარკვეული ნაბიჯები გადადგა, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უმეტესი ქვეყნის მთავრობა აღნიშნულ ცვლილებას ეწინააღმდეგება. ალბანეთში, კომუნიზმის დროს, რელიგიის თავისუფლება ნახევარი საუკუნის განმავლობაში არ არსებობდა. დღეს ქვეყანა ცნობილია თავისი ტოლერანტობით მუსლიმებს, კათოლიკეებსა და მართლმადიდებელ ქრისტიანებს შორის.
0
0