29/10/2021
21:23
საზოგადოება
,,აქეთ რომ გვიტევენ ეს ხალხი მაგიჟებს. ვთქვათ, ზურამ წარმოუდგენელი რამ თქვა, თვითონაც ამას ამბობს. ოღონდ მაგ სიგიჟეს ლაპარაკობს ყოველი მეორე გამვლელი, „ნაციც“ და ქოციც“, ყოველდღე, ასე, საჯაროდ არავინ ამბობს, გასაგებია. სააკაშვილის პათოლოგობის მიუხედავად, მაინც რომ არაფრით არ შეიძლება ამისი თქმა და გაფიქრება, ესეც გასაგებია. მაგრამ ამ სიგიჟეზე ვინ აღშფოთდით, თქვენ თავს რომ შეხედოთ, არ გინდათ? ამ სიგიჟის მთქმელზე უარესი სიგიჟის მკეთებლები აღშფოთდით?! მკეთებლები და არა მთქმელები?!
ეგ თქვენი „ნაცმოძრაობა“ არ კლავდა ხალხს პირდაპირი შეკვეთით? ეგ არ აწამებდა?
მაგათ დროს არ ტოვებდა ხალხი მეორე ოთახში ტელეფონებს, თუ რამე სალაპარაკო ჰქონდათ ერთმანეთთან?
თქვენს დროს არ აუპატიურებდნენ ქალიან-კაციანად ყველას, ვისი დასჯაც ყველაზე სასტიკად გინდოდათ?
თქვენს დროს არ გიფორმებდნენ ღამის სამ და ოთხ საათზე მთელი ცხოვრების ნაწვალებს?თავისი ნებით ჩუქნიდნენ?!
თქვენს დროს არ აგიჟებდით ხალხს, ვითომ რაღაცას აკეთებდით, წინა მხარეს შეღებილ შენობას, რვაჯერ რომ ხსნიდით?
თქვენს დროს არ იყო, ყველა ტელევიზია ერთ ხმაში რომ ლაპარაკობდა პუტინის და კიმ ჩენ ინის ტელევიზიებივით?
თქვენ არ ცდილობთ დღესაც ტყუილებით და სიბინძურით მიაღწიოთ რაღაცას?
თქვენ არ ებრძვით ტრადიციებს, ეკლესიას, პატრიარქს და თქვენ არ გინდათ ისტორია გადაწეროთ? ხო არ გააფრინეთ მართლა, რომელი ისტორიის გადაწერა და გადარეცხვა გინდათ, თქვე ლაჩარო პათოლოგებო?” - წერს ლენუკა ყიფშიძე Facebook-ზე.
0
0
პარლამენტთან კარვებს შლიან
24/11/2024