10/11/2023
19:26
მსოფლიო
ლატვიის სეიმმა ხმათა უმრავლესობით და საბოლოო მოსმენით მიიღო კანონპროექტი ერთნაირსქესიანთა რეგისტრირებული პარტნიორობის შესახებ.
კანონპროექტი ერთნაირსქესიანთა რეგისტრირებული პარტნიორობის შესახებ, რომელსაც ლატვიის სეიმმა 53 ხმით 43-ის წინააღმდეგ მიიღო, პრეზიდენტ ედგარ რინკევიჩის ხელმოწერის შემდეგ, 2024 წლის 1 იანვრიდან შევა ძალაში.
მიღებული კანონპროექტის თანახმად, ნებისმიერი სქესის ორ ადამიანს ნოტარიუსთან პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმება შეეძლება. სანოტარო აქტის მიღების შემდეგ პარტნიორებს უფლება ექნებათ მიიღონ გადაწყვეტილებები ერთმანეთის დაფინანსებასთან და მკურნალობასთან დაკავშირებით, ასევე მიიღონ სოციალური შეღავათები და საგადასახადო შეღავათები.
ოპოზიციონერ დეპუტატთა წინადადებით კანონპროექტში შეტანილი ცვლილებას თანახმად, პარტნიორობა არ უტოლდება ქორწინებას. ლატვიის კონსტიტუციის 110-ე მუხლის თანახმად, ქორწინება არის მამაკაცსა და ქალს შორის კავშირი.
გერმანული პრესა აღნიშნავს, რომ ლატვია Rainbow Europe-ის რეიტინგში 37-ე ადგილზეა და ევროკავშირში ლგბტ თემის სამართლებრივი მდგომარეობა უარესი არის მხოლოდ პოლონეთში, რუმინეთსა და ბულგარეთში.
0
0