
მივცემ თავს უფლებას ვთქვა, რომ ჩვენ გვყავდა ცოცხალი წმინდანი, რომელიც ზეციურ საქართველოშია და მისი ლოცვა-კურთხევა აუცილებლად შეეწევა ჩვენს ქვეყანას და ერს. მინდა მადლობა ვუთხრა იმ სიყვარულისთვის რაც გვაჩუქა, - განაცხადა გადაცემაში “ღია ეთერი” ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა, პარლამენტის წევრმა ლაშა ტალახაძემ.
ლაშა ტალახაძე დიდი ადამიანის გარდაცვალების გამო უსამძიმრებს სრულიად საქართველოს და მართლმადიდებლურ სამყაროს.
“ხშირად ვუსმენდი ხოლმე მის ქადაგებას, მოგვიწოდებდა სიყვარულისკენ, ეს ადამიანი თავად იყო სიყვარულის განსახიერება. მე მისგან ვისწავლე, რომ ღმერთი არის სიყვარული და უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი. ის ყოველთვის იქნება ჩვენს გულებში”, - აღნიშნა დეპუტატმა.
ლაშა ტალახაძემ გაიხსენა უწმინდესისა და სპორტსმენების შეხვედრის ისტორიებიც.
“ჩვენი უწმინდესი სპორტის დიდი გულშემატკივარი იყო, ბევრჯერ მქონდა შესაძლებლობა, რომ შეჯიბრებაზე გამგზავრების წინ შევხვედროდით ჩვენს უწმინდესს, ჩვენი უწმინდესის დალოცვა იყო იმედი, რომ გამარჯვებული დავბრუნდებოდით. შენში უფალს ვხედავო ჩემთვის აქვს ნათქვამი, ვერ ვაცნობიერებდი რა მითხრა, დავფიქრდი და ჩემს სპორტულ კარიერაში ამ შედეგებს უფლის გარეშე ვერ მივაღწევდი. უწმინდესი ჩემი პირველი შვილის ნათლიაა, იმ პირობით, რომ კიდევ გვეყოლებოდა შვილები, ძალიან ბედნიერი ვიყავი ამით”, - აღნიშნა ტალახაძემ.
0
0