
აშშ-ში კანონი სახელმწიფოს პირდაპირ უკრძალავს მოქალაქის დასჯას, გინდ პრეზიდენტს შეაგინოს და გინდ მის ოჯახს. მაგრამ ის, რაც ამერიკული კანონისთვის „უფლებაა“, ქართული ცნობიერებისთვის ხშირად ზნეობრივი დაცემა და უთავმოყვარეობაა, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი, ლადო სადღობელაშვილი, აშშ-ის საელჩოს განცხადებას სოციალურ ქსელში.
სადღობელაშვილი აღნიშნავს, რომ სანამ თანამედროვე სამყარო ეჩვევა იმას, რომ ლანძღვა და ბილწსიტყვაობა პოლიტიკური პროცესის „ნორმალური“ ნაწილია, საქართველო იმ სიმაღლეზე უნდა დარჩეს, სადაც: სიტყვას აქვს ოქროს ფასი და პასუხისმგებლობა.
მისი შეფასებით, საქართველო ვერასოდეს მიიღებს სტანდარტს, სადაც დედის შეგინება „უფლებაა“, ხოლო ამის გამო პასუხის მოთხოვნა „თავისუფლების შეზღუდვა.
„ორიოდე სიტყვით აშშ-ს საელჩოს განცხადებას მინდა გამოვეხმაურო სადაც საუბარია ინტრიგანი და ანგაჟირებული ჟურნალიაგას ვახო სანაიას დაკავებაზე!
- აშშ-ში კანონი სახელმწიფოს პირდაპირ უკრძალავს მოქალაქის დასჯას, გინდ პრეზიდენტს შეაგინოს და გინდ მის ოჯახს. მაგრამ ის, რაც ამერიკული კანონისთვის „უფლებაა“, ქართული ცნობიერებისთვის ხშირად ზნეობრივი დაცემა და უთავმოყვარეობაა. ჩვენთან სიტყვა არასოდეს ყოფილა უბრალო ჰაერის რხევა. საქართველოში ნათქვამს ყოველთვის მოჰყვებოდა პასუხისმგებლობა…
- სანამ თანამედროვე სამყარო ეჩვევა იმას, რომ ლანძღვა და ბილწსიტყვაობა პოლიტიკური პროცესის „ნორმალური“ ნაწილია, საქართველო იმ სიმაღლეზე უნდა დარჩეს, სადაც: სიტყვას აქვს ოქროს ფასი და პასუხისმგებლობა.
- ჩვენ არ გვჭირდება სხვისი სტანდარტები იმის გასაგებად, თუ რა არის თავმოყვარეობა. ქართული ცივილიზაციის ძალა სწორედ იმაშია, რომ ჩვენთვის ზნეობა კანონის შიშზე კი არ დგას, არამედ საკუთარი სინდისისა და ათასწლოვანი ტრადიციის პატივისცემაზე.
- სად მთავრდება აზრის გამოხატვა და სად იწყება სიძულვილის ენა, შეურაცხყოფა და ზნეობრივი ვანდალიზმი? აზრის გამოხატვის თავისუფლება შეიქმნა იმისთვის, რომ ადამიანს ჰქონოდა უფლება ემსჯელა, ეფიქრა, გაეკრიტიკებინა ხელისუფლება, შეეთავაზებინა ალტერნატიული იდეები და დაეცვა სიმართლე.
- რთულია მიიღო “გაკვეთილები” სიტყვის თავისუფლებაზე იმ უწყებისგან, რომელიც სიძულვილის ენასა და უბრალო ბოროტმოქმედებას დემოკრატიის მიღწევად ასაღებს.
როდესაც უცხო ქვეყნის წარმომადგენლობა ვერ ამჩნევს (ან არ სურს შეამჩნიოს) განსხვავება პოლიტიკურ პოლემიკასა და ამორალურ ლანძღვას შორის, ის უბრალოდ კარგავს მორალურ უფლებას, ასწავლოს სხვა ერს, რა არის ცივილიზებული დებატები. კულტურული საზოგადოება იმით კი არ იზომება, თუ რამდენ გინებას ითმენს კანონი, არამედ იმით, თუ რამდენად მაღალია საზოგადოების შინაგანი კულტურა, რომ ბილწსიტყვაობა არ იკადროს.
Ps საქართველო ვერასოდეს მიიღებს სტანდარტს, სადაც დედის შეგინება „უფლებაა“, ხოლო ამის გამო პასუხის მოთხოვნა „თავისუფლების შეზღუდვა“. - წერს სადღობელაშვილი.
0
0