ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, 26 ოქტომბერს მაღალპროფესიულ დონეზე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად უზრუნველვყოფილი იქნება არჩევნების ადმინისტრირება.
„2018 წლიდან დღემდე 8 პილოტი ჩაატარა საარჩევნო ადმინისტრაციამ ტექნოლოგიების გამოყენებით, რამაც ეტაპობრივად მიგვიყვანა იქამდე, რომ ჩვენ პროცედურები მაქსიმალურად სრულვყავით, განვავითარეთ, გავითვალისწინეთ ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციები და მიგნებები, რამაც მოგვცა დღეს იმის შესაძლებლობა, რომ გადაზღვეული იყოს ყველა ის წუხილი, რისკი, საფრთხე. ეს გვაძლევს იმის თქმის შესაძლებლობას, რომ 26 ოქტომბერს მაღალპროფესიულ დონეზე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად უზრუნველვყოფთ არჩევნების ადმინისტრირებას. მიუხედავად ამისა, ჩვენ კვლავ გვესმის უსაფუძვლო მითები, ბრალდებები, წუხილები, რომელიც, ჩვენი აზრით, მიზნად ისახავს მხოლოდ იმას, რომ პრიორიტეტები და უპირატესობები, რომლებიც ტექნოლოგიურ საშუალებებს აქვს, იყოს დაზიანებული და დისკრედიტებული. შეხვედრაზე არ გამოთქმულა არც ერთი ისეთი პოზიცია ან წუხილი, რომელიც ტექნოლოგიების ფუნქციონირებას უკავშირდებოდა. შესაბამისად, ხდება მხოლოდ და მხოლოდ სხვა ტიპის უსაფუძვლო და უარგუმენტო საკითხებით მანიპულირება“, - აღნიშნა კალანდარიშვილმა.
ელექტრონული არჩევნები, რომელიც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაშია აპრობირებული და ყველანაირი სპეკულაციის სივრცეს აქრობს, ოპოზიციის ნაწილს არ მოსწონს. თანამედროვე ტექნოლოგიებთან დაკავშირებით მათ კვლავ კითხვები და შენიშვნები აქვთ.
0
0