
აღდგომიდან ერთი კვირის შემდეგ, მართლმადიდებელი ეკლესია კვირაცხოვლობას, იგივე თომას კვირას ზეიმობს. სადღესასწაულო ლიტურგიას სიონის საკათედრო ტაძარში საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე აღავლენს. ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ მეუფე შიო პატრიარქ ილია მეორის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს გადაიხდის და მრევლს ქადაგებით მიმართავს.
კვირაცხოვლობა აღდგომის დღესასწაულის განახლებაა. ამ დღიდან მოყოლებული ყოველი კვირა დღე აღდგომის დღესასწაულია. ამიტომაც მორწმუნეები კვირაობით ეკლესიაში სადღესასწაულო წირვაზე იკრიბებიან. კვირაცხოვლობას ასევე თომას კვირა ეწოდება.
კვირაცხოვლობას ტაძრებში დაჭრილი არტოსი – საგანგებოდ გამომცხვარი პური რიგდება, რომელიც აღდგომის დღიდან მთელი ბრწყინვალე შვიდეულის მანძილზე ეკლესიებში კანკელის წინ პატარა მაგიდაზე დევს. ბრწყინვალე შვიდეულის სადღესასწაულო დღეებში არტოსი განსაკუთრებული მადლით იმოსება და დიდ სიწმინდეს წარმოადგენს.
0
0