22/02/2023
11:06
სპორტი
ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის“ რეკორდსმენიცაა.
ქართველი გარემარბი პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ერთ სეზონში მინიმუმ 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.
აქამდე, ნეაპოლელთა მაისურით ეს არავის ჰქონდა გაკეთებული. აღსანიშნავია, რომ კვარა ლიონელ მესისთან, დიეგო ჟოტასა და ჟოაუ კანსელუსთან ერთად მიმდინარე ჩემპიონთა ლიგაზე საუკეთესო მეპასეა.
გარდა ამისა, ამავე ტურნირზე ის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელმაც მიმდინარე სეზონში მინიმუმ 6 გოლში მიიღო უშუალო მონაწილეობა (2 გოლი და 4 საგოლე პასი).
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლისა“ და „აინტრახტის“ საპასუხო მატჩი 16 მარტს, თბილისის დროით 00:00 საათზე ნეაპოლში გაიმართება. ამ გუნდებს შორის პირველი დაპირისპირება კი “ნაპოლის” გამარჯვებით, 2:0 დასრულდა, სადაც კვარაცხელიამ მორიგი საგოლე გადაცემა საკუთარ აქტივში ჩაიწერა.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ვწერდით, რომ კვარაცხელიას ანგარიშზე კიდევ ერთი რეკორდია. კერძოდ, კვარა პირველი ქართველია, ვინც ტოპ-ლიგაში 10 გოლი გაიტანა.
აქამდე 9-9 გოლი გია გურულს (საფრანგეთში, „ჰავრში“) და ალექსანდრე აიშვილს (გერმანიაში, „ფრაიბურგში“) ჰქონდათ გატანილი.
0
0