22/02/2023
02:10
სპორტი
ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/8-ფინალურ მატჩში „ნაპოლიმ“ გასვლაზე „აინტრახტი“ 2:0 დაამარცხა.
ხვიჩა კვარაცხელიამ პენალტი ვერ გამოიყენა, მაგრამ ბრწყინვალე საგოლე გადაცემა გააკეთა - მის ანგარიშზე ყველა ტურნირზე კლუბში 12 გოლი და 13 საგოლე გადაცემაა.
ხვიჩას „ნაპოლის“ დაწინაურების რეალური შანსი 36-ე წუთზე ჰქონდა, როდესაც ვიქტორ ოსიმენმა პენალტი მოიპოვა, მაგრამ ქართველმა თავადმსხმელმა მეკარეს, ვერ აჯობა. მე-40 წუთზე ლოსანოს პასით ოსიმენმა „ნაპოლი“ მაინც დააწინაურა და სტუმრებმა შესვენებამდე უპირატესობა მოიპოვეს – 1:0.
65-ე წუთზე კი საჯარიმოში შესულმა კვარაცხელიამ ჯოვანი დი ლორენცოს ქუსლით შესანიშნავი გადაცემა გაუკეთა და კაპიტანმაც „ნაპოლის“ უპირატესობა ორამდე გაზარდა.
ამ გამარჯვებით "ნაპოლიმ" მეოთხედფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.
ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის საპასუხო მატჩი „ნაპოლისა“ და „აინტრახტს“ შორის „სტადიო დიეგო მარადონაზე“ 16 მარტს, თბილისის დროით 00:00 საათზე გაიმართება.
0
0