03/08/2023
11:18
საზოგადოება
„ნაპოლიმ“ ამხანაგური შეხვედრა „ჟირონასთან“ პენალტების სერიაში მოიგო, მაგრამ გუნდის მთავარ მწვრთნელს, რუდი გარსიას საფიქრალი გაუჩნდა. ვიქტორ ოსიმენმა მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა, ხოლო თამაშის დროს ხვიჩა კვარაცხელია და ჯოვანი სიმეონეც დაშავდნენ.
ქართველი ფეხბურთელი მოედანზე მე-60 წუთზე შევიდა. ერთ-ერთ ეპიზოდში „ჟირონას“ ფეხბურთელმა მას მარცხენა მუხლში ფეხი მოარტყა. ტკივილის მიუხედავად, კვარაცხელიას შეცვლა არ მოუთხოვია. გავრცელებული ცნობით, საფინალო სასტვენის შემდეგ მას მუხლზე ყინული დაადეს.
„ოსიმენი დისკომფორტის გამო დაასვენეს. სიმეონემ და კვარაცხელია კი „ჟირონასთან“ ამხანაგურ მატჩის დროს დაზიანებები მიიღეს. ქართველმა პენალტების სერიაში მონაწილეობა სწორედ მუხლის ტკივილის გამო ვერ მიიღო, მოედანი შეხვეული მუხლით დატოვა. კლუბში ტესტის შედეგებს ელოდებიან, რათა ტრავმის ხარისხი გაიგონ“, – წერს goalist-ი.
„ნაპოლისა“ და „ჟირონასთან“ მატჩი 1:1 დასრულდა. იტალიელებმა მეტოქე პენალტების სერიაში 4:2 დაამარცხეს. ნეაპოლელები მომდევნო ტესტ-მატჩში გერმანულ „აუგსბურგს“ დაუპირისპირდებიან, შეხვედრა 6 აგვისტოს გაიმართება.
0
0