
FIBA-მ საქართველოს მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა მიულოცა და სოციალურ ქსელში დაწერა:
"საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატზე პირველად ითამაშებს".
გარდა ამისა, ორგანიზაციამ კომენტარებში ქართველ გარემარბს, ხვიჩა კვარაცხელიასაც მიმართა:
"კვარა, შეგინახოთ ბილეთები?".
როგორც ცნობილია, საქართველოს ნაკრები მსოფლიოს საკვალიფიკაციო ეტაპზე სამ საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა და ისტორიაში პირველად აღნიშნულ ტურნირზე ითამაშებს. საქართველოს ნაკრები ისლანდიასთან 77:80 დამარცხდა, თუმცა მსოფლიოს პირველობაზე გასვლა მაინც მოახერხა.
საუკეთესო მექულე გიორგი შერმადინი გახდა, რომელმაც თავი 23 ქულით (9/9), 6 მოხსნითა და 3 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.
თორნიკე შენგელიამ 20 ქულა, ხოლო თედ მაკფადენმა 17 ქულა ჩააგდო.
0
0
შავი ზღვის მე-19 ჯაზ ფესტივალი დასრულდა
14/07/2026