26/02/2023
22:11
სპორტი
მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით მატჩში საქართველოს ნაკრები თბილისში ისლანდიასთან 77:80 დამარცხდა, მაგრამ მაინც გავიდა საქართველოს ისტორიაში პირველად მსოფლიოს ჩემპიონატზე.
საქართველო-ისლანდიის თბილისურ დაპირისპირებას უნდა გადაეწყვიტა, რომელი გუნდი ითამაშებდა მსოფლიო ჩემპიონატზე.
მწვრთნელმა ზუროსმა სასტარტო შემადგენლობა არ შეცვალა: ცინცაძე, მაკფადენი, სანაძე, შენგელია, შერმადინი.
სრულად სავსე „თბილისი არენაზე“ შესანიშნავი ატმოსფერო იყო, დასაწყისი დაძაბული და ნერვიული.
მაკფადენის ზედიზედ 6 ქულას შერმადინმა 11 ქულა მიაყოლა, თუმცა შემდეგ ქართველმა კალათბურთელებმა რამდენიმე შეტევა ვერ დააგვირგვინეს და პირველი მეოთხედი 19:19 დასრულდა.
აშკარა გახლდათ, რომ როგორც ზუროსი წამყვან მოთამაშეებს დასვენების საშუალებას აძლევდა, მეტოქე გაქცევას ახერხებდა. საქართველოს ნაკრებმა მეორე პერიოდის შუაში ამოწურა ჯარიმების ლიმიტი, ისლანდიელები ბურთს კარგად ათამაშებდნენ, საჯარიმოებს უზადოდ ასრულებდნენ, პერიმეტრიდან უკეთესად ისროდნენ და პირველი ტაიმი 42:43 დავთმეთ.
დიდი შესვენების მერე მოწინააღმდეგე 4 ქულით დაწინაურდა, შენგელიამ ზედიზედ 5 ქულა აიღო, თამაში ქულა ქულაში წავიდა, სანაძემ მეოთხე პერსონალური მიიღო და 60:62 დასკვნითი მეოთხედის წინ. ბოლო პერიოდში ორივე გუნდი უშვებდა შეცდომებს, მატჩის დასრულებამდე 10 წამით ადრე შენგელიამ საჯარიმოები ვერ გამოიყენა, ისლანდიელებმაც ვერ ჩააგდეს ბურთი, 77:80 წავაგეთ, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონატზე გავედით.
0
0