
"კურიერმა" მოიპოვა ჩვენება, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებელს ჰექსოგენის საქმეზე დაკავებულმა ერთ-ერთმა პირმა მისცა. ჩვენებით დასტურდება, რომ ასაფეთქებელი ნივთიერება საქართველოში უკრაინის სპეცსამსახურებმა გამოაგზავნეს. სახელდება კონკრეტული სახელი და გვარი - სბუ-ს წარმომადგენელი ვლადიმერ სტადნიკი.
დაკავებული პირი ამტკიცებს, რომ კიევში შეხვედრამდე და ასაფეთქებელის ავტომანქანაში დამაგრებამდე არ იცნობდა უკრაინის სპეც სამსახურების არც ერთ წარმომადგენელს, ასევე ამტკიცებს, რომ ნივთიერება რუსეთში, "ობობას ქსელი 2" - ის მოსაწყობად იყო განკუთვნილი, თუმცა ამაზე არც ერთი სხვა მტკიცებულება არ მეტყველებს. ფაქტია, რომ უკრაინის სპეც სამსახურების მიერ საქართველოში გამოგზავნილი ჰექსოგენის ბოლო გაჩერება თბილისი, ავლაბრის ტერიტორია იყო. ასევე ფაქტია, რომ ზოგიერთი მედიასაშუალების მტკიცება, თითქოს ქართული სპეც სამსახურები აბრალებდნენ უკრაინელ კოლეგებს ჰექსოგენის საქართველოში გამოგზავნას - ტყუილია. ეს ფაქტი თავად ასაფეთქებელი ნივთიერების შემომტანმა დაადასტურა.
წყარო - რუსთავი 2
1
0