
კულტურის სამინისტროსა და შემოქმედებითი საქართველოს ხელშეწყობით სახელმწიფო ანსამბლი „აფხაზეთი“ და ბაჩანას ცეკვის კომპანია ნოემბრის ყოველ პარასკევს, შაბათს და კვირას, BDC Stage-ზე ქართული ცეკვის უნიკალურ დღესასწაულს მასპინძლობს.
ერთ სცენაზე გაერთიანდება ორი გამორჩეული დასი და სამი სრულიად განსხვავებული ქორეოგრაფიული სამყარო.
ქორეოგრაფიული ტრიპტიქი:
ყოველი პარასკევი: ანსამბლი „აფხაზეთი“ - „აიმდარა“ (ტრადიციული ენერგია და ფოლკლორული მემკვიდრეობა)
ყოველი შაბათი: ანსამბლი „აფხაზეთი“ - „ქორეონიკონი“ (ქართული ფოლკ მოდერნი, მოძრაობის ახალი ქრონიკა)
ყოველი კვირა: ბაჩანას ცეკვის კომპანია - „მეხუთე სტიქია“ (მისტიკური ქორეოგრაფიული სპექტაკლი)
აირჩიე შენი დღე და აღმოაჩინეთ ქართული ცეკვის გარდასახვა ტრადიციიდან თანამედროვეობამდე.
სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი ქორეოგრაფი ბაჩანა ჭანტურია
განრიგი: ყოველი პარასკევი, შაბათი, კვირა
0
0