
კულტურის სამინისტროს და შემოქმედებითი საქართველოს მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი სახელწოდებით „ქალიდან სამყარომდე - ორი ხედვა“.
პროექტი პასუხობს თანამედროვე კულტურულ სივრცეში ქალის როლისა და მისი შემოქმედებითი პოტენციალის წარმოჩენის აქტუალურ საკითხს. პროექტის მთავარი აქცენტია ხელოვანი და მხატვარი ქალების შემოქმედების გაცნობა ფართო საზოგადოებისთვის. ეს არის შესაძლებლობა, სრულფასოვნად წარმოჩინდეს დამოუკიდებელი ხელოვანი ქალების ხედვა, რაც მნიშვნელოვანი ინვესტიციაა მათი პროფესიული მომავლისთვის იმ კონტექსტში, სადაც ქალთა მხარდაჭერა და მათი ხმის გაძლიერება პრიორიტეტს წარმოადგენს.
პროექტის მიზანია ორი მხატვრის, დები - ნინო და ირინა ძამაშვილების, ინდივიდუალური და ამავდროულად ურთიერთდაკავშირებული შემოქმედებითი ხედვების პრეზენტაცია. პროექტი ისრაფვის ხელოვნების საშუალებით აჩვენოს გზა ქალის შინაგანი განცდებიდან გლობალურ სამყარომდე, ხელი შეუწყოს პროფესიული კავშირების გაღრმავებასა და ახალი აუდიტორიის მოზიდვას.
დაგეგმილია ექსპოზიციის ოფიციალური გახსნა და საჯარო შეხვედრა ხელოვნებათმცოდნეებთან და ფართო საზოგადოებასთან.
0
0