08/11/2022
12:02
პოლიტიკა
ევროპული ბიზნეს ასოციაციის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი დევიდ ლი აცხადებს, რომ აღნიშნული თანამდებობა ანდრიუს კუბილიუსის მოთხოვნითა და კარლ ჰარცელის ზეწოლით დატოვა.
ამის შესახებ დევიდ ლი “ტვიტერში” წერს.
როგორც დევიდ ლი განმარტავს, მიმდინარე წლის აპრილში ევროკავშირის მაშინდელმა ელჩმა კარლ ჰარცელმა თავის ოფისში დაიბარა და უთხრა, რომ აღარ იმუშავებდა ევროპულ ბიზნეს ასოციაციასთან, თუ თავად დევიდ ლი აღმასრულებელ ხელმძღვანელად დარჩებოდა.
„ანდრიუს კუბილიუსმა დაწერა წერილი, რომელშიც ევროკავშირის ყოფილ ელჩს უთხრა, არ იმუშაოს საქართველოში ევროპულ ბიზნეს ასოციაციასთან ჩემი პოლიტიკური განცხადებების გამო. ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა დამიბარა თავის ოფისში მიმდინარე წლის აპრილში და მითხრა, რომ ჩვენთან აღარ იმუშავებდა, თუ მე აღმასრულებელ ხელმძღვანელად დავრჩებოდი. მე გადავდექი. ეს ზეწოლა არასწორია“, – წერს დევიდ ლი.
ევროპული ბიზნეს ასოციაციის თანადამფუძნებელმა დევიდ ლიმ აღნიშნული კომენტარი გამოაქვეყნა რასა იუკნევიჩიენეს მიერ გავრცელებული 12 ევროპარლამენტარის წერილის პასუხად, სადაც ისინი საქართველოს პრეზიდენტს ნიკა გვარამიას შეწყალებისკენ მოუწოდებენ.
0
0