21/10/2021
11:41
პოლიტიკა
როგორც მან აღნიშნა, კუბილიუსი და ნებისმიერი ცალკე აღებული ევროპარლამენტარი ევროპას არ წარმოადგენს.
„ამ შემთხვევაში, მე როგორც პარლამენტის წევრმა მას, როგორც პარლამენტის წევრს შემიძლია ვუთხრა, თუ საქართველოს საწინააღმდეგო გადაწყვეტილებებს იღებ, არ ითვალისწინებ საქართველოს საზოგადოების გადაწყვეტილებას და დიპლომატიურ ენაზე მაინც არ სთავაზობ განსხვავებულ მოსაზრებას, ამ შემთხვევაში, შესაბამისი შეფასებები გვექნება. კუბილიუსი, იგივე ფოტიგა, ნებისმიერი ევროპარლამენტარი, რომელიც თავს უფლებას მისცემს და უფრო მაღლა დააყენებს თავის მოსაზრებას, ვიდრე საზოგადოების უმრავლესობისას, ჩვენი მხრიდან ადეკვატური განცხადებები გაკეთდება. წარმოიდგინონ მათი ქვეყნის საწინააღმდეგო განცხადება რომ გავაკეთო მე, ასეთ სუბიექტურ დონეზე, როგორი რეაქცია ექნებათ. ჩვენ ამ დონეზე არ დავალთ და არც მინდა დიდი ყურადღება მივაქციო, ევროპა არ არის კუბილიუსი და არც ნებისმიერი ცალკე აღებული ევროპარლამენტარი“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.
0
0