11/11/2024
11:17
პოლიტიკა
8 ევროპული ქვეყნის პარლამენტარებთან შეხვედრის შემდეგ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე საერთაშორისო მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
მისი განცხადებით, “საქართველოს ჰყავს არადემოკრატიული ხელისუფლება, რომელმაც არჩევნები გააყალბა”:
"ნებისმიერი დემოკრატიული პრინციპის გადახვევა ხელისუფლების მიერ, ყოველთვის გაპროტესტებული იყო ამ ქვეყანაში. ეს არის ქვეყანა, სადაც მართლაც საზოგადოება არის ევროპული, დემოკრატიული და სამწუხაროდ, რომელსაც არ ჰყავს დემოკრატიული ხელისუფლება, რომელსაც ჰყავს ერთპარტიული ხელისუფლება, რომელიც დაეუფლა პრაქტიკულად ყველა ინსტიტუტს და შედეგი მივიღეთ ამ არჩევნებში.
ეს არის ერთპარტიულად მართული არჩევნები, სხვა დახმარებებით, მაგრამ ერთპარტიულად მართული და ერთპარტიულად გაყალბებული არჩევნები. ამიტომაცაა, რომ შევდივართ კრიზისში.
ცესკოს თავმჯდომარის განცხადებებიდან გამომდინარე, ნათელია რა გადაწყვეტილებას მიიღებს. აქ არანაირი მოულოდნელობა არ შეიძლება იყოს. კრიზისი სახეზეა და ჩვენი მეგობრები აქ არიან, რომ ჩვენთან ერთად მონახონ გზები, რითაც შეიძლება საქართველო გამოვიდეს ამ კრიზისიდან და ამ კრიზისიდან გამოვა მხოლოდ სამართლიანი ფორმით, დავუბრუნდებით ახალ არჩევნებს იმისთვის, რომ საქართველომ მიიღოს ლეგიტიმური პარლამენტი, ლეგიტიმური მთავრობა და ლეგიტიმური პრეზიდენტი როცა ამის დრო მოვა." - განაცხადა პრეზიდენტმა
0
0