
აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრაინასთან წიაღისეულის შესახებ შეთანხმების მიღწევას „კრიტიკულად მნიშვნელოვნად“ მიიჩნევს. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა, ქეროლაინ ლივიტმა ჟურნალისტებს განუცხადა.
თეთრი სახლის პრესმდივანმა არ უპასუხა კითხვას, როდის აპირებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შეერთებულ შტატებში ვიზიტს, თუმცა მანამდე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ეს შესაძლოა, მიმდინარე ან მომდევნო კვირაში მოხდეს.
„კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ეს შეთანხმება გაფორმდეს. დონალდ ტრამპი ელოდება, რომ პრეზიდენტი ზელენსკი ხელს მოაწერს შეთანხმებას. ეს არის ამერიკელი გადასახადის გადამხდელების ფულის დაბრუნება, რომელიც უკრაინის ეროვნული თავდაცვის დაფინანსებას ხმარდებოდა. ეს ასევე კარგია უკრაინელი ხალხისთვის, რომელიც ამ ომის გამო ჯოჯოხეთში გაატარეს. ეს შექმნის გრძელვადიან ეკონომიკურ პარტნიორობას, რადგან უკრაინას დასჭირდება ქვეყნის ხელახლა აშენება ამ სასტიკი ომის გამო“, – განაცხადა ლივიტმა.
ასევე წაიკითხეთ:
უკრაინამ და აშშ-მ მინერალურ რესურსებზე შეთანხმებას მიაღწიეს - Financial Times
0
0