
Apple TV+ კრისტიან დიორის შესახებ გადაღებულ სერიალს აანონსებს. The New Look – ასე ჰქვია ათი ეპიზოდისაგან შემდგარ ბიოგრაფიულ დრამას, რომელიც მაყურებელს ლეგენდარული დიზაინერის მოღვაწეობის გარდამტეხ პერიოდზე უყვება. სიუჟეტი მეორე მსოფლიო ომის შემდგომ საფრანგეთში ვითარდება, როცა იმ პერიოდის საკულტო დიზაინერები მოდის ფენომენის, როგორც წამყვანი კულტურული ფენომენის დამკვიდრებას ცდილობდნენ. სერიალის რეჟისორი ტოდ ეი კესლერია, ხოლო კრისტიან დიორის როლს ბენ მენდელსონი ასრულებს. სერიალში ერთ-ერთ საკვანძო ფიგურად კოკო შანელია წარმოჩენილი, რომელსაც ჯულიეტ ბინოში განასახიერებს.
სერიალის შემოქმედებით გუნდში ასევე არიან მეისი უილიამსი, რომელიც კრისტიან დიორის დის, კეტრინ დიორის როლს ასრულებს. მაყურებელი ასევე იხილავს ისეთ მსახიობებს, როგორებიც არიან ჯონ მალკოვიჩი, ემილი მორტიმერი და სხვები. სერიალის პრემიერა 2024 წლის 14 თებერვალს შედგება.
იხილეთ ფოტოები დაანონსებული სერიალიდან:
0
0