06/03/2023
20:20
მსოფლიო
სირიელი ბიჭი ნაბილ საიდი, რომელიც სირიაში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაობლდა, კრიშტიანუ რონალდუს პირადად შეხვდა. ფეხბურთელის ნახვა მისი ოცნება იყო - ამის შესახებ მან მაშველებს განუცხადა.
ბიჭმა მაშველებს რონალდუსთან შეხვედრის სურვილის შესახებ მას შემდეგ უამბო, როდესაც ის სახლის ნანგრევებიდან გამოიყვანეს. ნაბილ საიდთან ერთად ვიდეო იმდენად გავრცელდა სოციალურ ქსელებში, რომ ამის შესახებ 38 წლის პორტუგალიელმა თავად შეიტყო.
ბიჭთან შეხვედრა გასულ პარასკევს - 3 მარტს შედგა.
ოცნების ახდენაზე კომენტარი თავად ნაბელ საიდმა უკვე გააკეთა. ბიჭის თქმით, მას ბოლომდე არ სჯეროდა, რომ რეალურად კრიშტიანუ რონალდუს ნამდვილად შეხვდებოდა. ამ დრომდე სირიელი ბიჭი ფიქრობს, რომ ეს ყველაფერი სიზმარი იყო.
„ალ-ნასრა“-ს პორტუგალიელი თავდამსხმელი აქტიურად არის ჩართული თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაზარალებული მშვიდობიანი მოსახლეობის დახმარების გაწევაში. მან ამ ქვეყნებში დიდი რაოდენობით ჰუმანიტარული ტვირთი გაგზავნა საკუთარი ხარჯებით.
0
0