14/03/2023
16:56
მსოფლიო
კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა უკრაინაში ომის "მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით დასრულების" პირობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.
„რუსეთის პოზიცია ომის დასრულებასთან დაკავშირებით უკვე ცნობილია. კიევმა უნდა გაითვალისწინოს დე-ფაქტო ვითარება და ახალი რეალობა, თუ მას კონფლიქტის დასრულება სურს. ყველა ამ საკითხის გათვალისწინების გარეშე, პრობლემის მშვიდობიანად მოგვარების გზაზე გადასვლა შეუძლებელია. ჩვენ უნდა მივაღწიოთ ჩვენს მიზნებს. ამჟამად ეს მხოლოდ სამხედრო საშუალებებით არის შესაძლებელი კიევის რეჟიმის ამჟამინდელი პოზიციის გამო", - განაცხადა პესკოვმა.
მოსკოვი აცხადებს, რომ ის აღმოსავლეთ დონბასში კიევის ნეონაცისტური რეჟიმისგან რუსულენოვანი მოსახლეობის „გათავისუფლებისთვის“ იბრძვის.
მოსკოვმა არაერთხელ განაცხადა, რომ უკრაინას მოუწევს დაეთანხმოს ოთხი რეგიონის - დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპორიჟიეს - რუსეთის დაქვემდებარებაში ყოფნას, რათა ომი დასრულდეს; თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ უკრაინა ამ პირობას დათანხმდეს, - წერს Reuters-ი.
0
0