
აშშ-ის რობერტ ლანსინგ ინსტიტუტის (RLI) ინფორმაციით, დიდი ალბათობით, კრემლი უკრაინაში სამშვიდობო მოლაპარაკებებზე პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ორეულს გაგზავნის.
ანალიტიკურმა ცენტრმა სტატია გამოაქვეყნა სათაურით "კრემლის ოინი: პუტინის სავარაუდო ორეული და უკრაინაში სამშვიდობო მოლაპარაკებების საბოტაჟი".
„პუტინის მიერ კურსკის რეგიონში გაჟღერებულ საინფორმაციო მოხსენებებისა და განცხადებების დროს, ხმას, ხელმოწერასა და გარეგნობას შორის აშკარა შეუსაბამობა იკვეთება მის ცნობილ მახასიათებლებთან შედარებით“, - ნათქვამია გამოცემაში.
სტატიის ავტორები დარწმუნებულნი არიან, რომ უკრაინაში სამხედრო ოპერაციების შეჩერების შესახებ რუსეთის სურვილი სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლის მცდელობებს გამოიწვევს.
"მოსკოვმა თეთრ სახლში მოლაპარაკებების პირველი ეტაპი (!) წარმატებით ჩაშალა. პრეზიდენტ პუტინის ორეულის გაგზავნამ შეიძლება მოლაპარაკებების საბოტაჟი მოახდინოს, რაც რუსეთის მთავრობისა და ,,პოლიტბიუროს’’ ანუ თანამედროვე "ქორების" [აგრესიული პოლიტიკის მომხრეების] ინტერესებში შედის", - დასძინა რობერტ ლანსინგ ინსტიტუტმა.
0
0