05/04/2023
15:46
მსოფლიო
აშშ-ის ომის შესწავლის ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკოსების პროგნოზით, კრემლი, სავარაუდოდ, შეეცდება, ბელარუსს რუსეთთან შემდგომი ინტეგრაცია აიძულოს.
ვლადიმერ პუტინი და ალექსანდრე ლუკაშენკო ორდღიან მოლაპარაკებებს დაიწყებენ, მათ შორის სამოკავშირეო სახელმწიფოს ხელშეკრულების დებულებების შესრულების თაობაზე. სამოკავშირეო სახელმწიფო გულისხმობს ერთიანი ვალუტის, სასამართლოსა და საბაჟოს შექმნას. ორი ქვეყნის ლიდერი ბელარუსის ტერიტორიაზე რუსული ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსებაზე შეთანხმდა.
ომის შესწავლის ინსტიტუტის (ISW) ვარაუდით, ეს ნაბიჯი კრემლის "ბირთვული შანტაჟის" ტაქტიკის ნაწილია, რათა შეაჩეროს დასავლეთის სამხედრო მხარდაჭერა უკრაინის მიერ დაგეგმილი კონტრშეტევისთვის.
როგორც ცნობილია, 4 აპრილს, შეერთებულმა შტატებმა კიევისათვის 2,6 მილიარდი დოლარის ღირებულების კიდევ ერთი სამხედრო დახმარების პაკეტი გამოაქვეყნა.
ომის შესწავლის ინსტიტუტმა განაცხადა, რომ ბირთვული ესკალაციის რისკი "უკიდურესად დაბალი რჩება" და "ძალიან ნაკლებად სავარაუდოა", რომ ბელარუსის ტერიტორიაზე რუსული ჯარების განლაგება ბრძოლის ველზე არსებულ სიტუაციაზე გავლენას მოახდენს.
0
0