15/08/2023
15:28
პოლიტიკა
"კინზინგერს და კრამერს ჩემი პასუხები არ მიუვა, მაგრამ მათი აქაური ფანებისთვის დავწერ" - ამის შესახებ ექსპერტი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს:
"პირველ რიგში, ზუსტა ვასეთი შეურაცხმყოფელი და უსამართლო განცხადებებით, ასევე მარგინალი ოპოზიციის მხარდაჭერით აღვივებენ ანტი-ამერიკულ და ანტი-დასავლურ განწყობებს.
კინზინგერი, ამ ბოლოს, საკმაოდ შეურაცხმყოფელი განცხადებებით გამოირჩევა, რაც არცერთ ნორმაში ჯდება. უცხო ქვეყნის პოლიტიკოსმა, ელემენტარული ნორმები უნდა დაიცვას. ჩინეთთან ჩვენი ურთიერთობების შესახებ კრამერთან მიმართებაში რასაც დავწერ, მასაც ეხება.
კინზინგერის ამბობს, ღარიბაშვილმა სი ძინპინს ბრძენი უწოდაო. ჯერ ერთი, მართლა არაა უჭკუო. მეორე, ჩინეთის ცენტრალური ტელევიზიის წამყვანი ეკითხება როგორ აფასებთ ჩვენს პრეზიდენტსო (დაახლოებით) და რა უნდა ეპასუხა? ვითომ არ ესმის?
კრამერი ამერიკის ხმასთან ინტერვიუში, აკრიტიკებს პრემიერის ჩინეთში ვიზიტს.
საქართველო საპირისპირო მიმართულებით მიდისო. მერე ჩვენ, ჩლუნგებს გვიხსნის, რომ ამერიკასაც აქვს ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობაო, ნატოს წევრ რამდენიმე ქვეყანასაცო, მაგრამ თქვენ ახლა აფორმებთო და ჩვენ კი დიდი ხანია გვაქვს და ვცდილობთ თავი დავაღწიოთო.
ჯერ ერთი, როგორ ცდილობენ თავის დაღწევას, როცა აშშ-ც და ევროკავშირიც აგრძელებენ ჩინეთთან ვაჭრობას, მაღალი დონის ვიზიტებს (ბლინკენი, მაკრონი, მიშელი, ფონ დერ ლაიენი, ბორელი, იელენი (აშშ ფინანსთა მინისტრი) და სხვები), ბაიდენი სი ძინპინის თანხმობის მოლოდინშია?
მეორე, თუ აშშ-ჩინეთის სავაჭრო ბრუნვას შევადარებთ, 2022 წელს ამერიკამ ჩინეთში 153 მლრდ დოლარის საქონლის ექაპორტი განახორციელა, ხოლო ჩინეთიდან აშშ-ში 535 მლრდ დოლარის საქონლის იმპორტი. სად ჩანს თავის დაღწევის მცდელობა?
და ბოლოს. 14 წელია ჩვენ და ამერიკამ სტრატრგიული პარტნიორობის ქარტია გავაფორმეთ. შინაარსში არ შევალ. ბევრს არც წაუკითხავს. ამ ხნის მანძილზე ხომ შეიძლებოდა თავისუფალი ვაჭრობის და თავისუფალი მიმოსვლის გაფორმება?!
ეკონომიკურ შეღავათებს რომ თავი დავანებოთ, ნაკლები ქართველი გაივლიდა არალეგალურად საზღვრის კვეთის უმძიმეს გზას და ნაკლები მოისურვებდა დარჩენას, რადგან იფრენდნენ თავისუფლად.
პატარა ქვეყანა ვართ. ცალკე იმაზე უნდა იფიქრო, რომ რუსეთის არასაიმედო ბაზრის დივერსიფიკაცია მოახდინო. ამის გარდა გეუბნებიან ჩინეთთან არ დაახლოვდე, პლუს სხვა ქვეყნებიცაა ჩვენს რეგიონში, რომლებთანაც დასავლეთს დაძაბული ურთიერთობები აქვს.
რა ვქნათ, როგორ განვავითაროთ ეკონომიკა? ამასთან ერთად, ევროპა დაინტერესებულია ჩინეთთან ვაჭრობით. არ განვავითარებთ შუა დერეფანს, რომელიც ჩვენზე გადის, ისარგებლებენ სხვები, ჩრდილოეთი და სამხრეთი. ამით რა ხეირს ნახავს აშშ, თუ ჩვენს.მისაღებს სხვები მიიღებენ?" - წერს სალუქვაძე.
0
0