“ხალხის ძალის” ლიდერი გურამ მაჭარაშვილი, პარლამენტში ე.წ. ახალი დარაბების დამონტაჟებას გამოეხმაურა.
ის ამბობს, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს აქვს უფლება, საკუთარ კაბინეტში სურვილისამებრ მოიქცეს.
“თქვენ ვერ ნახავთ ვერცერთ წამყვან ქვეყანას ევროპაში, ხდებოდეს საკანონმდებლო ორგანოში ის, რაც ხდება ჩვენთან. ჩვენ რამდენიმეგან ნამყოფი ვართ, სტუმრებად მათ შორის, დერეფნებშიც და ჟურნალისტი არა თუ არ აედევნება დეპუტატს, არამედ კაბინეტთან მიახლოების საშუალებაც კი არ აქვს. ახლა, კოსტუმს როგორ გამოიცვლის კაბინეტში, თქვენთვის რატომაა საინტერესო?” – ამბობს მაჭარაშვილი.
პარლამენტის შენობის დერეფანში, სადაც თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის კაბინეტია, დარაბები დაამონტაჟეს. აღნიშნული დერეფნის საშუალებით შესაძლებელი იყო დანახვა, თუ ვინ შედის და გამოდის პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტში.
0
0