01/03/2023
15:29
მსოფლიო
აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) დირექტორის კრისტოფერ ვრეის განცხადებით, ბიუროს მიაჩნია, რომ Covid-19, "სავარაუდოდ", "ჩინეთის მთავრობის მიერ კონტროლირებად ლაბორატორიაში" წარმოიშვა.
”FBI-ი უკვე დიდი ხანია ამტკიცებს, რომ პანდემიის წარმოშობა, სავარაუდოდ, პოტენციური ლაბორატორიული ინციდენტია. ჩინეთი მაქსიმალურად ცდილობს გლობალური პანდემიის წყაროს დადგენის შეფერხებას,” - განუცხადა კრისტოფერ ვრეიმ Fox News-ს
. როგორც BBC-ი წერს, ეს აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს მიერ კორონავირუსის პანდემიის გაჩენის მიზეზის პირველი საჯარო დადასტურებაა. საპასუხოდ, პეკინმა ვაშინგტონი „პოლიტიკურ მანიპულირებაში“ დაადანაშაულა და ბრალდებას ცილისწამებას უწოდა.
„აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს დასკვნა არასანდოა და სალაპარაკოდ არც ღირს“, - განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მაო ნინგმა.
ბევრმა მეცნიერმა ლაბორატორიული გაჟონვის თეორია უარყო, რადგან, მათი აზრით, შესაბამისი მტკიცებულება არ არსებობს.
0
0