
,,ჰამასის“ პოლიტიკური ბიუროს ხელმძღვანელმა მუჰამად ნაზალმა საზავო ხელშეკრულების გეგმის შესახებ დაჯგუფების კონტრწინადადება გამოაქვეყნა. აღნიშნული გეგმა ყატარმა, ეგვიპტემ, ისრაელმა და აშშ-მა შეიმუშავა.
„,,ჰამასმა“ ეს წინადადება პარიზის კონფერენციის შემდეგ მიიღო და მისი პასუხი უფრო კონკრეტული იყო. გავითვალისწინეთ ვადებიც, რომლებიც თავად ,,ჰამასმა“ განსაზღვრა.
კომპრომეტირებული ვერც ერთი დეტალი ვერ იქნება. ისრაელის „სიკვდილის მანქანა“ უნდა შეჩერდეს. ისრაელის საოკუპაციო ძალებმა ღაზას სექტორი უნდა დატოვონ. ჩვენი პასუხი რეალისტურია და მოთხოვნებიც გონივრული. „ჰამასი“ შიშობს, რომ ისრაელის ოფიციალური პირები ამ შეთანხმებას პირნათლად არ შეასრულებენ და ამიტომაც ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მეორე ეტაპამდე მივედით - მხოლოდ იმის გასაგებად, არიან თუ არა ისინი ერთგულნი“, - განაცხადა ნაზალმა.
0
0
საბა ბუაძე: "ლელო" ფორმალურადაც დავტოვე
10/09/2025