06/04/2023
22:44
პოლიტიკა
აშშ-ს ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი ტელეკომპანია “იმედთან” ინტერვიუში ამბობს, რომ საქართველოში აშშ-ის მოქალაქის მარშალ ქომინსის არშემოშვებასა და სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ქართველი მოსამართლეების სანქცირებას შორის კავშირი არ არსებობს და ეს კონსპირაციული თეორიების ნაწილია, რომელსაც “ქართული ოცნება” ხშირად იმეორებს.
"არანაირი კავშირი არ არის [ქომინსის არშემოშვებასა და მოსამართლეების სანქცირებას შორის]. ეს კონსპირაციული თეორიების ნაწილია, რაც გვინახავს, რასაც ხშირად იმეორებს მმართველი პარტია. ეს აბნევს საზოგადოებას. აშშ-ს აქვს ძალიან ხანგრძლივი ისტორია საქართველოს დახმარების, რასაც ვაკეთებთ ეს არის საქართველოს დასახმარებლად - ძლიერი ეკონომიკის, ძლიერი თავდაცვის ხელშესაწყობად. ამისთვის ვართ საქართველოში". - ამბობს დეგნანი.
სუს-ის ხელმძღვანელი ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე, სპეციალისტი ევრაზიის საკითხებში ჯეიმსონ მარშალ ქომინსი რამდენიმე დღის წინ საქართველოში არ შემოუშვეს.
გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებით, ქომინსის საქმიანობა უკავშირდებოდა 7-8 მარტის აქციებზე, "დესტრუქციულად განწყობილი ჯგუფების დატრენინგებას, მითითებების მიცემას და ა.შ".
0
0