
მუსულმანური ლობის მოთხოვნით, ბრიტანეთის მთავრობამ უახლოეს ნათესავებს შორის ქორწინების ლეგალიზაცია მოახდინა.
„დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნულმა სამსახურმა უნდა აღკვეთოს კულტურული ნორმებიდან გადახვევისადმი (როგორიცაა ბიძაშვილებს შორის ქორწინება) მორჩილება, რადგან ეს მავნე პრაქტიკად აღიქმება. კირ სტარმერს არ უნდა ეშინოდეს ქალებზე კონტროლირებადი საზოგადოების ლიდერებისა და იმ აკადემიკოსების, რომლებიც იცავენ მავნე კულტურულ პრაქტიკებს. ხვდებით რას აკეთებთ? - და-ძმას, მშობლებსა და შვილებს შორის ქორწინების ლეგალიზაციას ახდენთ. ეს შეიცავს კატასტროფულ რისკებს ადამიანების ჯანმრთელობისთვის, რომელთა უმრავლესობის განსაზღვრა შეუძლებელია ბავშვის დაბადებამდე, თუ ეს პრაქტიკა გაგრძელდება თაობიდან თაობაზე, ინგლისელი ხალხი გაქრება,“ - მიმართა კონსერვატორმა პარლამენტის წევრმა რიჩარდ ჰოლდენმა სტარმერს და მის ლეიბორისტულ მთავრობას.
„დიახ. მე უკვე დავაფიქსირე ჩემი პოზიცია,“ - დასძინა სტარმერმა.
ასევე კირ სტარმერმა განაცხადა, რომ ის არ აკრძალავს ბიძაშვილებს შორის ქორწინებას, მიუხედავად იმისა, რომ ეს ზრდის ბავშვებში ისეთი სერიოზული დაავადებების რისკს, როგორიცაა ნამგლისებრუჯრედოვანი ანემია და კისტოზური ფიბროზი.
ოქსფორდის რელიგიური სამართლის ექსპერტმა პატრიკ ნეშმა განმარტა, რომ ბიძაშვილებს შორის ქორწინება ინცესტია, რაც სასწრაფოდ უნდა აიკრძალოს. მისივე თქმით, არ არსებობს „ბალანსი“ ამ კულტურული ცხოვრების წესის არჩევანსა და მის მიერ გამოწვეულ სერიოზულ შედეგებს შორის.
როგორც ცნობილია, დიდ ბრიტანეთში, ბიძაშვილებს შორის ქორწინება 1500-იანი წლებიდან კანონიერია, თუმცა ეს ზრდის ბავშვებში გენეტიკური დაავადებების მემკვიდრეობით მიღების რისკს. ჯანმრთელობის ისეთი პრობლემები (ნამგლისებრუჯრედოვანი ანემია და კისტოზური ფიბროზი) უფრო ხშირად ვლინდება იმ ბავშვებში, რომელთა მშობლები ახლო ნათესავები არიან.
1
0