10/11/2023
19:56
მსოფლიო
კონკურსი “მის სამყაროს” მფლობელი კომპანია JKN Global-ი გაკოტრდა - მფლობელმა კონკურსი ერთი წლის წინ, $20 მილიონად შეიძინა. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ტაილანდელი ენ ჯაკაპონგ ჯაკრაჯუტატიპია.
JKN Global-მა წლების განმავლობაში რამდენიმე სესხიც აიღო, რომელთა რესტრუქტურიზაციასაც გეგმავს. კომპანიის წარმომადგენლების თქმით, ისინი ვალი გასტუმრების პარალელურად ოპერირებას რეაბილიტაციის გეგმის ფარგლებში გააგრძელებენ.
მიმდინარე წლის მანძილზე JKN-ის ფასი საფონდო ბირჟაზე 80%-ით შემცირდა.
აღსანიშნავია, რომ JKN Group-მა “მის სამყაროს” მმართველობა კონკურსში მეტი ინკლუზივობის შესატანად გადაიბარა - კონკურსი ერთი წელია გამოსვლის საშუალებებს დედებსაც აძლევს, რაც აქამდე შესაძლებელი არ იყო.
ყოველწლიური კონკურსი, რომელიც მსოფლიოს 165-მდე ქვეყანაში პირდაპირი ტრანსლაციით გადაიცემა, უკვე 7 ათწლეულია არსებობს. აღსანიშნავია ისიც, რომ 1996 წლიდან 2015 წლამდე “მის სამყარო” დონალდ ტრამპის ბიზნეს იმპერიის ნაწილი იყო.
წყარო: bm.ge
0
0