
ყოფილმა კონგრესმენმა მარჯორი ტეილორ გრინმა მოითხოვა აშშ-ის კონსტიტუციის 25-ე შესწორების ამოქმედება:
„25-ე შესწორება!!! ამერიკაში არცერთი ბომბი არ ჩამოვარდნილა. ჩვენ არ შეგვიძლია მთელი ცივილიზაციის განადგურება. ეს ბოროტება და სიგიჟეა“.- წერს მარჯორი ტეილორ გრინი.
ამასვე ითხოვს კონგრესმენი რაშიდა ტლაიბი- „ეს მანიაკი თანამდებობიდან უნდა გადაყენდეს“, — წერს კონგრესმენი რაშიდა ტლაიბი.
„სკოლის დაბომბვისა და გოგონების მასობრივი მკვლელობის შემდეგ, თეთრ სახლში მყოფი სამხედრო დამნაშავე გენოციდით იმუქრება. დადგა დრო, აამოქმედოთ კონსტიტუციის 25-ე შესწორება. ეს მანიაკი თანამდებობიდან უნდა გადაყენდეს“.- წერს კონგრესმენი.
ცნობისთვის: აშშ-ის კონსტიტუციის 25-ე შესწორება — ეს არის პრეზიდენტის გადაყენების ან დროებითი ჩანაცვლების პროცედურა, თუ ის: ფიზიკურად ან ფსიქიკურად ვერ ასრულებს მოვალეობას, ან მიიჩნევა ქვეყნის მართვისთვის უნარშეზღუდულად.
0
0