
ამერიკელმა კონგრესმენმა ანა პაულინა ლუნამ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ მან რუსეთის დუმის ოთხი წევრი სამშვიდობო მოლაპარაკებებსა და სხვა საკითხებთან დაკავშირებით სასაუბროდ ვაშინგტონში მიიწვია.
ანა პაულინა ლუნა მადლობას უხდის აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს ამ საკითხში დახმარებისათვის და აცხადებს, რომ დუმის წევრები ვაშინგტონში იანვრის ბოლოს ჩავლენ.
„სახელმწიფო დეპარტამენტისგან მივიღე ნებართვა, რომ რუსეთის დუმის ოთხი წევრი ჩამოვიდეს და კონგრესის წევრებს შეხვდეს სამშვიდობო მოლაპარაკებებსა და სხვა საკითხებზე სასაუბროდ. მათ ოფიციალური მოწვევა გავუგზავნე, რათა მიმდინარე თვის ბოლოს აქ, ვაშინგტონში ჩვენთან შეხვედრა გამართონ. მშვიდობამ ყოველთვის უნდა გაიმარჯვოს და განხილვებს გონიერმა და საღად მოაზროვნე ადამიანებმა უნდა უხელმძღვანელონ. მადლობა სახელმწიფო მდივან რუბიოს ამ საკითხში დახმარებისათვის“, - წერს ანა პაულინა ლუნა.
0
0