
მოძრაობა "ხალხის ძალის" წევრმა, ვიქტორ ჯაფარიძემ, "დიდ გადაცემაში" აფრასიძეების ოჯახის წინააღმდეგ 2004 წელს მესტიის სოფელ ეცერში ჩატარებული სპეცოპერაცია გაიხსენა. მისი თქმით, კონფლიქტი მასა და "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს შორის სწორედ ამ ამბის შემდეგ დაიწყო.
"მინდა, მაყურებელს, საზოგადოებას ბოდიში მოვუხადო, ჩემს პრობლემაზე რომ დავიწყე საუბარი.
ეს არასოდეს მიკადრია, რადგან იმდენი გაუბედურებული ოჯახი იყო ამ ქვეყანაში, ის, რომ მე შეურაცხყოფას მაყენებდნენ, არც გამცემლიძის, არც რობაქიძის, არც აფრასიძეების თემასთან არ იყო სახსენებელი.
რომელი ერთი ჩამოვთვალო, რამდენ უბედურებაში გახვიეს ამ არაადამიანებმა ჩვენი ქვეყანა და საზოგადოება.
მინდა, პირველ რიგში, აფრასიძეების თემა ვახსენო, რომლის მერეც მე და მიშას "ბანდა" რეალურ კონფლიქტში შევედით. როდესაც ბარამიძემ სვანეთში სპეცოპერაცია ჩაატარა, მაშინდელმა პრეზიდენტმა, დღეს მსჯავრდადებულმა კრიმინალმა სააკაშვილმა, გამოაცხადა, რომ აფრასიძეების ოჯახის განადგურების ბრძანება სწორედ მან გასცა," - განაცხადა ჯაფარიძემ.
0
0
5 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
01/05/2026
4 მაისს ელექტრომომარაგება შეიზღუდება
01/05/2026
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 2 მაისიდან
01/05/2026
მეუფე შიო მაკა ბოჭორიშვილს შეხვდა
01/05/2026