
კომუნიკაციების კომისიის 2024 წლის საქმიანობის ანგარიშში წარმოდგენილია საქართველოში მობილური მოწყობილობების განაწილება მწარმოებლების მიხედვით.
კერძოდ, ანგარიშის თანახმად, საქართველოში მობილური მოწყობილობების ყველაზე მაღალი წილი კვლავ Samsung-ზე მოდის და 35.5%-ს შეადგენს, რაც წინა წელთან შედარებით 1.8%-ით ნაკლებია.
"რაც შეეხება Apple-ს, 2023 წელთან შედარებით მისი წილი 2.2%-ით გაიზარდა და 22% შეადგინა. Xiaomi-ს შემთხვევაში პროცენტული წილი 0.9%-ით შემცირდა და 13.8%-ს გაუტოლდა. 4.4%-ით შემცირდა Microsoft/Nokia-ს წილი, რომელმაც 2024 წლისთვის 2.2% შეადგინა. რაც შეეხება Huawei-ს, მისი წილი 0.8%-ით შემცირდა და 3.3% შეადგინა. უცვლელი დარჩა Lenovo-ს წილი, რომელიც, 2023 წლის მსგავსად, 2024-შიც 0.5% იყო. LG-ს წილი 0.1%-ით შემცირდა და 0.2%-ს გაუტოლდა. 0.1%-ით შემცირდა Sony/Ericsson-ისა და ZTE-ს წილები და ორივე მათგანმა 0.1% შეადგინა. არ შეცვლილა TCT-ს წილი და 2024 წელსაც 0.1%-ს უტოლდებოდა. HTC-ს წილი კი 2024 წელს 0.03%-ს უდრიდა, რაც წინა წელთან შედარებით 0.07%-ით ნაკლებია. ხოლო რაც შეეხება სხვა მობილურ მოწყობილობებს, მათი წილი 6.1%-ით გაიზარდა და 22.2% შეადგინა“, – აღნიშნულია კომუნიკაციების კომისიის 2024 წლის საქმიანობის ანგარიშში.
ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.
0
0