-share.jpg)
ხანძარი იყო ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში.
ცეცხლი ჯვარცხმაში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელი სახლის სამზარეულოში გაზის აალების შედეგად გაჩნდა.
როგორც “გურია ნიუსს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე სამზარეულოს ოთახი დაიწვა.
ხანძარი მეხანძრე-მაშველებმა ჩააქრეს. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
მერის წარმომადგენელი ჯვარცხმის ადმინისტრაციულ ერთეულში, მაია რამიშვილი ამბობს, რომ აალება სამზარეულოში კომპოტის ხარშვის დროს მოხდა.
“მარტო იყო ქალი სახლში. კომპოტს ხარშავდა გაზის პატარა ბალონზე, მიუხედავად იმისა, რომ სახლში ბუნებრივი აირიც შეყვანილი აქვს. აალდა. საბედნიეროდ ცეცხლის ჩაქრობა დროულად მოხერხდა, დაზიანდა მარტო სამზარეულო და მიუხედავად იმისა, რომ სახლი ხისაა, დაწვას გადარჩა”, აცხადებს რამიშვილი.
რაც შეეხება კითხვას, აუნაზღაურდება თუ არა ოჯახს ხანძრით მიყენებული ზარალი, რამიშვილი აცხადებს, რომ ამის შესახებ გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის მერია მიიღებს.
“პირდაპირ ამ კითხვაზე ვერ გაგცემთ პასუხს. მერიაში დავსვამ ამ საკითხს, მივაწოდებ ინფორმაციას მერიას და საჭიროების მიხედვით დაეხმარებიან”, - აღნიშნა რამიშვილმა.
წყარო: “გურიანიუსი”
0
0