22/06/2023
23:16
მსოფლიო
ატლანტის ოკეანის წყლებში დაკარგული წყალქვეშა ნავის „ტიტანის“ მფლობელმა და ოპერატორმა განაცხადა, რომ მისი აზრით, ბორტზე მყოფი ხუთი ადამიანი "სამწუხაროდ დაიკარგა“.
”ჩვენი აზრით, OceanGate-ის აღმასრულებელი დირექტორი სტოკტონ რაში, შაჰზადა დავუდი და მისი ვაჟი სულეიმან დავუდი, ჰამიშ ჰარდინგი და პოლ ანრი ნარჟოლე, სამწუხაროდ, დაიკარგნენ.
ეს ადამიანები სათავგადასავლო სულისკვეთების მქონე ნამდვილი მკვლევარები იყვნენ, რომლებმაც მსოფლიო ოკეანეების შესასწავლად და დასაცავად საკუთარი თავიც კი გაიმეტეს. ძალიან ვწუხვართ, მათი დაკარგვის გამო და ვუთანაგრძნობთ მათ ოჯახებს. OceanGate-ი მადლობას უხდის საერთაშორისო საზოგადოების მრავალ ორგანიზაციას, რომლებმაც ძალისხმევა არ დაიშურეს და ძალიან ბევრი იმუშავეს მისიის შესასრულებლად. ჩვენ ვაფასებთ მათ ერთგულებას და ხუთი მკვლევარის სამძებრო სამუშაოებისთვის გაწეულ დაუღალავ შრომას,“ - ნათქვმია განცხადებაში.
0
0