24/12/2021
13:06
პოლიტიკა
„დღეს ვხედავთ, მათი ბელადი მიხეილ სააკაშვილი მოუწოდებს ნებისმიერ ფასად გამოიყვანონ ციხიდან, ამაზე ცხადი რა უნდა იყოს - "კა-გე-ბეშნიკი" მისი ბიძა ჩამოვიდა, თითი დაუქნია, ინსტრუქტაჟი ჩაუტარა და დაემუქრა "ნაციონალურ მოძრაობას", რომ თუ აქტიურ ქმედებებს არ განახორციელებენ სააკაშვილის გამოსახსნელად ვერ მიიღებენ დაფინანსებას. რაც მან დატოვა ქვეყანა და გაიქცა, აქედან ერთ საათში "ნაცმოძრაობა" ორკესტრირებულად იწყებს ქმედებებს, რომელიც არ ჯდება არაფერში და მით უფრო არ ჯდება იმ კონტექსტში, რაც პრეზიდენტის მიერ არის დაანონსებული. სრულიად მიუღებელია ის ულტიმატუმი რომელსაც უყენებენ არა მმართველ ძალას, არამედ საზოგადოებას და ქვეყანას და მათი კარვებში წამოწოლაც სრულიად გაუგებარია. ერთი მეტრის რადიუსში აქვთ კომფორტული ოფისი, რომელსაც ციხე- სიმაგრეს ეძახდნენ, როცა მელია ჰყავდათ იქ შეხიზნული და იქ ახლა თბილად მოკალათებულია „ნაცმოძრაობის" რამდენიმე ლიდერი, თავიანთ ამომრჩევლებს უკიჟინებენ კი ერთი მეტრის რადიუსში, სიცივეში წამოწვნენ, თითქოს ამით რაიმე შედეგს მიაღწევენ“, - განაცხადა ღუდუშაურმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებმა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მასობრივი შიმშილობა დაიწყეს.
0
0