21/10/2021
11:28
პოლიტიკა
ელჩის თქმით, მათი ყურადღება ფუნდამენტურ უფლებებსა და კანონის უზენაესობისკენაა მიპყრობილი, რაც ფუნდამენტური საწყისია ევროკავშირისთვის.
კითხვაზე, როგორ შეაფასებს ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ევროპარლამენტარების წერილზე, კარლ ჰარცელმა უპასუხა, რომ აღნიშნულ წერილთან დაკავშირებით, რომელსაც დეპუტატები ინდივიდუალურად აწერენ ხელს, კომენტარს არ გააკეთებს.
„ევროპული პარლამენტის ზოგიერთი წევრი, რომელიც ხელს აწერს ამ წერილს, მნიშვნელოვან როლს თამაშობს ევროპარლამენტის მუშაობაში და რა თქმა უნდა ევროპარლამენტში საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, მათ შორის აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონზე და თავად საქართველოზე. მე, როგორც ყოველთვის, კომენტარს არ გავაკეთებ წერილზე, რომელსაც ინდივიდუალურად აწერენ ხელს დეპუტატები, ასევე, არ გავაკეთებ კომენტარს იმ კომენტარებზე, რომლებიც ამ წერილთან დაკავშირებით გუშინ გაკეთდა. თუმცა, როდესაც საქმე ეხება ევროკავშირის დელეგაციის მუშაობას საქართველოში, ცხადია, ჩვენ თვალყურს ვადევნებთ ყოფილი პრეზიდენტის საქმეს. ჩვენი ყურადღება ფუნდამენტურ უფლებებსა და კანონის უზენაესობაზეა მიპყრობილი, რაც ფუნდამენტური საწყისია ევროკავშირისთვის. ჩვენ გამჭვირვალე და სამართლიან სასამართლო პროცესს მოველით, რომელიც ამ საქმეებთან დაკავშირებით წარიმართება. ჩვენ ვიღებთ და მივყვებით რჩევებსა და შეფასებებს, რომლებსაც ვიღებთ მთავარი მხარეებიდან, მათ შორის სახალხო დამცველისგან, რომელსაც სპეციფიკური მანდატი გააჩნია“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.
0
0