
კოლუმბიაში მომხდარი 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 132-მდე გაიზარდა, დაშავებულია 570 მოქალაქე.
მედიის ცნობით, საგანგებო სიტუაციების ჯგუფები ნანგრევებიდან ადამიანების ამოყვანას აგრძელებენ.
ქვეყნის პრეზიდენტმა, აბელარდო დე ლა ესპრიელიმ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და დღეს სტიქიის ზონას ეწვევა.
კოლუმბიის მიწისძვრას ეხმაურებიან ევროპელი ლიდერები. ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, ევროკავშირმა უკვე დაიწყო კოლუმბიაში სამაშველო ოპერაციის მხარდაჭერა საკუთარი თანამგზავრული სერვისით. როგორც ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, „ჩოკოს რეგიონში მომხდარი საშინელი მიწისძვრის შემდეგ ევროპის გული კოლუმბიელებთანაა“.
კოლუმბიას დახმარებას ჰპირდებიან სხვა ევროპელი ლიდერებიც. საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ ამ განსაცდელში კოლუმბიას შეუძლია, საფრანგეთის მეგობრობისა და მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს.
0
0