
კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 250-ს გადააჭარბა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
კოლუმბიის ხელისუფლების ცნობით, 7.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 254-ს აღწევს, მათ შორის, 101 ადამიანი ქალაქ პერეირაში და 95 ადამიანი ქალაქ კალიში დაიღუპა.
დასავლეთ კოლუმბიაში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.
ასევე, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირი კოლუმბიის დასახმარებლად 2 მილიონ ევროს გამოყოფს.
ევროკავშირის მიერ გამოყოფილი თანხა კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალებული რეგიონების მოსახლეობის დახმარებას მოხმარდება.
შეგახსენებთ, 10 აგვისტოს კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი სან-ხოსე-დელ-პალმარის მუნიციპალიტეტი იყო. კოლუმბიის მთავრობამ ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
0
0